|
2017-04-19 14:41:53, 2023 ნახვა
კომენტარი
გომელაური: სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გადამწყვეტი მნიშვნელობა კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლას ენიჭება
სუს-ის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გადამწყვეტი მნიშვნელობა კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლას ენიჭება. „საჯარო უწყებებში კორუფციის არსებობა იწვევს მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფოსადმი ნდობის დაკარგვას, ხელს უშლის სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას და მისი ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას. ამასთანავე, კორუმპირებული საჯარო მოხელეები დანაშაულებრივი დაჯგუფებებისა და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების პოტენციურ სამიზნეებს წარმოადგენენ“,-აღნიშნა გომელაურმა. მისივე ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 47 საქმეზე, მათ შორის, ქრთამის აღების 22, ქრთამის მიცემის 2, თაღლითობის 8, კომერციული მოსყიდვის 5, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 4, მითვისების ან გაფლანგვის 2, სამსახურებრივი გულგრილობის 2 და სხვა ცალკეულ დანაშაულებზე. „ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 59 პირი“,-განმარტა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
წლის დასაწყისიდან უკრაინულმა დრონებმა რუსეთის უდიდეს ბალტიისპირეთის პორტს მეექვსეჯერ დაარტყეს
ევროკავშირში მეორე სამხედრო ქარხანა აფეთქდა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მომწოდებლებთან იყო დაკავშირებული
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)