|
2017-04-18 18:54:38, 2113 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი: მივესალმებით, რომ კომისიამ გარდამავალ დებულებაში საგარეო კურსზე ჩანაწერის გაჩენის ინიციატივა გაიზიარა
გარდამავალ დებულებაში საქართველოს საგარეო კურსზე ჩანაწერი ჩნდება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შესაბამისი ინიციატივა საკონსტიტუციო კომისიამ გაიზიარა. საია-ს ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი იმედოვნებს, რომ ჩანაწერი საბოლოო ვერსიაშიც დარჩება: "აქ არის კონკრეტული დავალება მიცემული ყველა შესაბამისი უწყებისთვის, რომ მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა ეფექტურად მოხდეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ჩვენ ბუნებრივია მივესალმებით იმას, რომ ჩვენი ინიციატივა იქნა გაზიარებული იმიტომ, რომ დღევანდელი რეალობიდან და საქართველოს ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე, ეს არის ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ დაფიქსირდეს კონსტიტუციაში და ამაზე დამთავრდეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, თუ სპეკულაციები. იმედი მაქვს, საბოლოო ვერსიაშიც, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, ეს ჩანაწერი დარჩება",-აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)