|
2017-04-18 14:44:11, 866 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ბულვარში სააღდგომო ფესტივალი გაიმართება
20 აპრილს, 13:00 საათზე, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივით, ბულვარის კოლონადებთან საქველმოქმედო „სააღდგომო ფესტივალი" გაიმართება. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საკონდიტრო კომპანიების მიერ მომზადებული სააღდგომო პასკები და სადღესასწაულო პროდუქცია, საგამოფენო კუთხეები, თემატურად დატვირთული კანაპეები, სააღდგომო ნახატები და ხელნაკეთი ნივთები (გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია). მათივე ინფორმაციით, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ საკონდიტრო კომპანიების მიერ წარმოდგენილი სადღესასწაულო პროდუქცია, კერძოდ: სააღდგომო პასკებისა და სხვადასხვა სახის ტკბილეული. გამოფენაზე ასევე მოეწყობა სააღდგომო კვერცხების დეკორატიული მოხატვის მასტერ-კლასები და კონკურსები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის საბავშვო ხელოვნების კერძო და სახელმწიფო სტუდიები. ფესტივალი საზეიმო კონცერტით გაიხსება. ფესტივალზე ვოკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს შეასრულებენ: მუსიკოსი - ვაჟა ტუღუში; აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, ბათუმის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა და ქალთა ვოკალური ანსამბლები, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები: "ხიხანი", „ახალი თაობა", ხელვაჩაურის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი - "მაჭახელა"; საქველმოქმედო პროექტი "სააღდგომო ფესტივალი" ტრადიციულ სახეს მიიღებს და ბათუმში ყოველწლიურად გაიმართება. ღონისძიების განსაკუთრებული სტუმრები იქნებიან უმწეო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქცია ბავშვთა სახლსა და მოხუცებულთა თავშესაფარში დარიგდება. ფესტივალის ბოლოს ყველა მონაწილეს სააღდგომო საჩუქრები გადაეცემა. ღონისძიების მონაწილეები: ჰიპერმარკეტი „გუდვილი", „ვილმარტი", საკონდიტრო კომპანიები: „სვით ქეიქი" და „კარამელი", პროფესიული კოლეჯები: „ბლექ სი" და „ახალი ტალღა", ხელოვნების სტუდიები: "ანდამატი" აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა" „ხელმარჯვე თითები" სკოლა-ლიცეუმი „მასტერკლასი" და ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი. ფესტივალის მხარდამჭერები: აჭარის მთავრობა, ქ. ბათუმის მერია და ა(ა)იპ "ბათუმის კულტურის ცენტრი". დასწრება თავისუფალია. (NS)
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)