|
2017-04-18 13:27:39, 1739 ნახვა
კომენტარი
გახარია თამბაქოს კონტროლზე: უნდა ვიყოთ წარმატებული მაგალითების რიგში, მაგრამ ეს არ უნდა გავაკეთოთ მხოლოდ ეკონომიკის ხარჯზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თამბაქოს საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოტანა აქვს. თუმცა მისივე განმარტებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველომ არ უნდა დაიცვას თამბაქოსთან დაკავშირებული ის ნორმები, რომელიც ევროპაშია გავრცელებული. „ჩვენ თამბაქოს მოხმარების ნაწილში უნდა ვიყოთ წარმატებული მაგალითების რიგში, შესაბამისად არ უნდა გავაკეთოთ ეს მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის ხარჯზე. ამ დარგს საკმაოდ სერიოზული საბიუჯეტო შემოტანა აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა დავიცვათ ის მიღებული ნორმები, რომელიც პირველ რიგში, ევროპაშია გავრცელებული“,-განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, დღეს პარლამენტში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს II მოსმენით განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)