|
2017-04-13 21:40:42, 2997 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: ღარიბი პრეზიდენტი ვიყავი - როდესაც ჩემ მინისტრებს ბიზნესი უჩნდებოდათ, ისინი ციხეში მიდიოდნენ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი პრეზიდენტობის დროს საქართველოში, არცერთ მინისტრს ბიზნესი არ ჰქონია, - ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია ZIK-ის ეთერში, თავის თოქ-შოუ Наша Україна-ს ეთერში განაცხადა. როგორც სააკაშვილმა განმარტა, თუ მინისტრს ბიზნესი "უჩნდებოდა ის ციხეში მიდიოდა". "მე ქვეყნის პრეზიდენტი ვიყავი, ღარიბი პრეზიდენტი და ძაღლის სახლიც კი ვერ ავაშენე. არც ბიზნესი მაქვს, არც მე და არც ჩემს ნათესავებს. საქართველოში ბიზნესი არ მქონდა, არც მინისტრებს. სანამ ისინი ამ თანამდებობას იკავებდნენ არ ჰქონდათ ბიზნესი და მე ამას მკაცრად ვაკონტროლებდი. როდესაც მათ ბიზნესი უჩნდებოდათ, ისინი ციხეში მიდიოდნენ. საქართველოში გადასახადები 60%-ით შევამცირე და ქვეყნის ბიუჯეტი 11-ჯერ გაიზარდა, რადგან ადამიანებმა გადახდა დაიწყეს", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)