|
2017-04-13 10:19:36, 1903 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ზამთრის კურორტებით მოსარგებლეთა წილობრივი მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს, რათა გავაჯანმრთელოთ მომავალი თაობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა ზამთრის კურორტებით სარგებლობა შეძლონ, რაც მათ ჯანმრთელობას შეუწყობს ხელს. "რაოდენ სასიხარულოა, რომ განათლების სამინისტროს თაოსნობით და სპორტისა და ეკონომიკის სამინისტროების თანამონაწილეობით 600-მდე მოსწავლემ, რომლებიც წარმოადგენენ ძირითადად სოფლის მცირე სკოლებს, სადაც 30-მდე მოსწავლე სწავლობს, წელს არდადეგები გაატარა ბაკურიანში. ესენი არიან უმატესად ის ადამიანები, რომლებიც როგორც წესი ვერ მიემგზავრებიან ხოლმე ზამთრის კურორტებზე. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაქტიურდებით. ის სიკეთე, რომელსაც ზამთრის კურორტებზე ჩადებული ინვესტიციებით ვიღებ, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჩვენი ბავშვებისთვის. გვინდა, რომ მაჩვენებელი საქართველოს ახალგაზრდობაში, ბავშვებში ზამთრის კურორტებით მოსარგებლეთა წილობრივი მაჩვენებელი გაიზარდოს იმისთვის, რომ გავაჯანმრთელოთ მომავალი თაობა. ისინი გაიზრდებიან იმ სიკეთის მომხმარებლებად, რასაც ზამთრის კურორტი ჰქვია",- აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)