|
2017-04-12 13:28:27, 2180 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარიამ ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების დოკუმენტს მოაწერა ხელი
ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის შესახებ წინასწარი კვლევა იწყება – შესაბამის დოკუმენტს ნიუ–დელიში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და ინდოეთის კომერციისა და მრეწველობის სახელმწიფო მინისტრმა ნირმალა სითარამანმა მოაწერეს ხელი. ხელმოწერილი ერთობლივი განაცხადის თანახმად, სწორედ ამ კვლევის შედეგების გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ორივე მხარის შეთანხმების თანახმად კვლევის დასრულება განხორციელდება მაქსიმუმ 8 თვეში. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან, თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან. დასრულების ეტაპზეა ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან შეთანხმებების ხელმოწერის პროცედურები. ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში ქართულ პროდუქციას დამატებით მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი, 1.3 მილიარდიანი ბაზარი გაეხსნება. „წინასწარი კვლევის დაწყებას ჩვენ ვაფასებთ, როგორც წინგადადგმულ ნაბიჯს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებით ენერგიას, რადგან ვთვლით, რომ მსგავსი ხელშეკრულებები ხელს უწყობს ჩვენი ეკონომიკის სწრაფ ზრდას და საექსპორტო ბაზრების და პროდუქციის დივერსიფიკაციას. საქართველო არის ღია და პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ჩვენი ძირითადი მიზანია გავხდეთ სერვისების მიმწოდებელი პლატფორმა დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის ვაჭრობისთვის, რასაც ხელი უნდა შეუწყოს სწორედ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებმა" – განაცხადა გიორგი გახარიამ. „აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო პირველი მაღალი დონის ვიზიტი ინდოეთში, რომელიც გამოირჩეოდა თავისი მნიშვნელობით. ამ ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა საკმაოდ მნიშვნელოვან ერთობლივ განცხადებას, რომლის საფუძველზეც შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და დაიწყება თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის შესწავლა ორ ქვეყანას შორის. ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ინვესტიციების ზრდის, სავაჭრო–ეკონომიკური და ლოგისტიკური კავშირების თვალსაზრისით" – აღნიშნა ინდოეთში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა. 2016 წლის მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ინდოეთის რესპუბლიკასთან გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 53%-ით არის გაზრდილი, 99.60 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა და საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 1,1% შეადგინა. ასევე ექსპორტი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რომელიც გაიზარდა 55%-ით და 22 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)