21:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-08 10:19:19, 624 ნახვა

საზოგადოება
დადიანის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 7 თვეზე მეტია მიმდინარეობს

დადიანის გამზირზე ე.წ. გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 7  თვეზე მეტია მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერია აწარმოებს.

აღნიშნულ მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილი  7  თვეზე მეტია გადათხრილია და მანქანების მოძრაობა თითქმის შეფერხებულია.

ამასთან, დადიანის ქუჩაზე  ქვეითად მოსიარულეებს, სკოლის მოსწავლეებს, მუნიციპალური ტრანსპორტის და კერძო ავტომანქანების მძღოლებს გზის მონაკვეთის გაჭიანურებული სამუშაობიდან გამომდინარე, პრობლემები და შეზღუდვები ექმნებათ.

თუ როდის დასრულდება დადიანის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, აღნიშნული კითხვით „ექსპრესნიუსი“ დეტალების გარკვევას დედაქალაქის მერიის პრესსამსახურთან ცდილობს, თუმცა ისინი „ექსპრესნიუსის“ ზარს ამ დრომდე არ პასუხობენ.

ფოტო რეპორტაჟი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics