|
2017-04-11 13:36:20, 1915 ნახვა
კომენტარი
იზორია - გამოძიებით არ დასტურდება, რომ სომხეთში საზენიტო სარაკეტო კომპლექსი „იგლა“ საქართველოს ტერიტორიიდან გადაიტანეს
თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, წინასწარი გამოძიებით, არ დასტურდება, რომ სომხეთში საზენიტო სარაკეტო კომპლექსი ,,იგლა,, საქართველოს ტერიტორიიდან გადაიტანეს. „დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ და ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ, პირველ დღეს იყო გარკვეული კითხვები, თუმცა მეორე დღეს სომხურმა მხარემაც დაადასტურა, რომ ჯერ, ამ ეტაპზე, თქმა იმისა, რომ საქართველოს საზღვრებიდან გადავიდა „იგლა“-ს ტიპის საზენიტო რაკეტები... არასწორი ინფორმაცია იყო, არ ვიცი, ვინ რა გაავრცელა, გამოძიების ფარგლებში ასეთი ფაქტი არ დასტურდება, გამოძიება გრძელდება, თუ დამატებით რაიმე ინფორმაცია მივიღეთ საზოგადოებაც და თქვენც გაიგებთ. იმისათვის, რომ მეტი დამაჯერებლობა გვქონოდა, ყველა საზენიტო რაკეტას თავისი ინდივიდუალური კოდი გააჩნია, მე მივიღე იმ დილასვე გადაწყვეტილება, აღგვერიცხა თავიდან ყველა ის რაოდენობა, რაც იყო, 20 წლის წინ თუ სადღაც იმალებოდ არვიცი, ოფიციალურ ორგანოში რამდენიც იყო აღრიცხული, ზუსტად ის არის ერთი-ერთში ასეთი ტიპის რაკეტები“,-აღნიშნა ლევან იზორიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)