|
2017-04-10 20:14:01, 2284 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თითქმის 95% შეთანხმებულია
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თითქმის 95% შეთანხმებულია. როგორც ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომელზეც განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. „კონსტიტუციის ტექსტის ძალიან დიდ ნაწილზე არის სრული შეთანხმება. არის მხოლოდ რამდენიმე ნაწილი, მუხლი, რომელზეც ჯერ კიდევ დისკუსიები გრძელდება. დოკუმენტის დიდი ნაწილი, ალბათ 95% ტექსტისა არის სრულიად შეთანხმებული და აქ არანაირი დისკუსიები და აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. ეს ეხება ძალიან ბევრ თავს, მაგალითად უფლებების თავში, გარდა ერთი-ორი ნორმისა, თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით არის სრული შეთანხმება. თუმცა, არის იგივე ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე, თუნდაც პრეზიდენტის არჩევის საკითხზე, პარლამენტის საქმიანობის საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)