08:23 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-10 14:28:33, 1610 ნახვა

საზოგადოება
ქრონიკული დაავადების მქონე 600 ათასამდე ადამიანი 30-მდე მედიკამენტს უფასოდ მიიღებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სახელმწიფო  პროგრამა, რომელიც ქრონიკული დაავედების მქონე სოციალურად დაუცველებისა და მარტოხელა პენსიონერებისთვის  30-მდე მედიკამენტის უფასოდ გადაცემას გულისხმობს, სავარაუდოდ, ზაფხულში ამოქმედდება. 

მინისტრის თქმით, პირველ  ეტაპზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სამი მიმართულების - გულსისხლძარღვთა სისტემის, ენდოკრინოლოგიის ნაწილის და სასუნთქი სისტემის დაავადებებისათვის საჭირო მედიკამენტები დაფინანსდება.

„მაგალითად პენსიონერი, რომელიც თვეში საშუალოდ 20-30 ლარის მედიკამენტების შეძენას საჭიროებდა, ახალი პროგრამის დანერგვის შემდეგ,  აღნიშნული წამლების შეძენას სიმბოლური თანაგადახდით,  მაქსიმუმ თვეში 1 ლარად შეძლებს. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია-ეს იქნება სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც მიმდინარე წელს გავაფართოვებთ. ბიუჯეტს რაც შეეხება, ეს კონკურსის შემდეგ გახდება ცნობილი, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ეს იქნება 5 მილიონი ლარის ფარგლებში“, -აღნიშნა მინისტრმა.

სერგეენკოს განმარტებით, ხარისხის კონტროლს უცხოური ლაბორატორიები განახორციელებენ, რადგან ამ ეტაპზე ამისათვის სპეციალურად აკრედიტირებული ლაბორატორია საქართველოში არ არის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics