|
2017-04-10 13:22:01, 2319 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
პრეზიდენტი: სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულს, გივი ბერიკაშვილს უკანასკნელ გზაზე ხალხის დიდი სიყვარული მიჰყვება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მსახიობ გივი ბერკაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქარტული საზოგადოება მის ნათელ ხსოვნას პატივს მიაგებს. "სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულს, გივი ბერიკაშვილს უკანასკნელ გზაზე ხალხის დიდი სიყვარული და აღიარება მიჰყვება. სიხარული, რომელსაც იუმორითა და ჰუმანიზმით გაჯერებული მისი თეატრალური თუ კინოროლები გვანიჭებდა არაერთ თაობას, ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებათა რიგს ეკუთვნის. ბატონი გივის აქტიური და მართალი სამოქალაქო პოზიცია იმავე ენერგიით იკვებებოდა, რითაც მისი შემოქმედება - ადამიანისა და სამშობლოს სიყვარულით. წინასაარჩევნო პერიოდში მისი თანადგომა განსაკუთრებით ძვირფასი და გამამხნევებელი იყო ჩემთვის. ქართულ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ მის ნათელ ხსოვნას", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს 83 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)