|
2017-04-10 13:15:51, 2462 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ტუღუში: თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შეიძლება, კომისიის დატოვების საკითხი განვიხილოთ
,,თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში, შეიძლება ჩვენც განვიხილოთ კომისიის დატოვება“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა. „ძირითადი მიზეზი ჩვენი მხრიდან ამ კომისიაში მონაწილეობის იყო ის, რომ მიგვეღწია საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის. ვგულისხმობთ მნიშვნელოვან ცვლილებას. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ დარიგებულ ვარიანტში გაუქმებულია მაჟორიტარული სისტემა და საუბარია მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე. ახლა ჩვენი მიზანია მივაღწიოთ იმას, რომ გაუნაწილებელი მანდატები არა ისე განაწილდეს, როგორც ეს მოცემულ ფორმულაშია, რომ პირველ ადგილას გასულმა პარტიამ მიიღოს, არამედ მოხდეს გადანაწილება პროპორციულად. შესაბამისად ეს არის ჩვენი ერთ-ერთი წინაპირობა და ვაპირებთ რომ მივაღწიოთ ამას. თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები შეიძლება ჩვენც განვიხილოთ კომისიის დატოვება,“- განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)