|
2017-04-10 12:23:11, 2137 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე რეზოლუციაზე: ეს არის აშშ-ის კონგრესთან მჭიდრო თანამშროლობისა და მათი მხარდაჭერის გამოხატულება
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილ ნატო-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხარდამჭერ რეზოლუციას გამოეხმაურა, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესთან მჭიდრო თანამშრომლობის და მხარდაჭერის გამოხატულებაა. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობითი ურთიერთობები, როგორც ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ასევე აშშ- ის კონგრესთან. წარმომადგენლობით პალატაში აღმოსავლეთ ევროპის მხარდამჭერი ორ პარტიული რეზოლუციაა წარდგენილი. ეს გამოხატულებაა ზუსტად იმ მჭიდრო თანამშრომლობის აშშ-ს კონგრესთან და იმ მხარდაჭერის, რომელიც გვაქვს კონგრესში“,-აღნიშნა ჯანელიძემ.
ნატო-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხარდამჭერი რეზოლუცია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)