|
2017-04-08 14:04:40, 2223 ნახვა
კომენტარი
„ძალიან აქტიურები ვართ ბოლო ხანს, არ ვდუმვართ“ - ნინო გვენეტაძე პრეზიდენტს პასუხობს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემაში კრიზისია. როგორც გვენეტაძემ განაცხადა, უზენაესი სასამართლო სისტემა ცდილობს, არსებული პრობლემები გადაჭრას. ”ძალიან აქტიურები ვართ ბოლო ხანს, არ ვდუმვართ, ჩვენ ვაქტიურობთ. ვცდილობთ, რომ მართლმსაჯულების დონე სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სახით იყოს ასოცირების ხელშეკრულებასთან შესაბამისი და ამ გზით გადავჭრათ ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს წინაშეა“, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და დასძინა, რომ პრეზიდენტის განცხადებას მართლმსაჯულების სტრატეგიის დეტალური მოხსენებით უპასუხებს. შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში კრიზისია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)