|
2017-04-07 19:11:47, 2517 ნახვა
მსოფლიო
იუნკერი სტოკჰოლმის მოვლენებზე: ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე თავდასხმა, იგივეა რაც ევროკავშირზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი სტოკჰოლმში მომხდარ სავარაუდო ტერაქტს გამოეხმაურა. როგორც იუნკერი სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ის შვედ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. "ჩვენ ვართ შვედი ხალხის გვერდით და მათ სოლიდარობას ვუცხადებთ. თავდასხმა, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყანაზე განხორციელდა, გაიგივებულია ევროკავშირზე თავდასხმასთან", - წერს ჟან-კლოდ იუნკერი. შეგახსენებთ, რომ სტოკჰოლმში სატვირთო მანქანა ქალაის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ხალხში შევარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 დაშავდა. ქვეყნის პრემიერმა აღნიშნულ ინციდენტს ტერაქტი უწოდა. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი უკვე დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)