|
2017-04-07 14:30:19, 2171 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის გამოსვლა ტენდენციური იყო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა ტენდენციური იყო. „ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსების გამოსვლები შედგება ხოლმე პოზიტიური და ნეგატიური გარკვეული შემადგენლობისგან და ნეგატიურში გულისხმობს ხოლმე კრიტიკას, დღეს იყო ბრალდებები მხოლოდ. და ისმოდა გარკვეული პოზიტივები, რომელსაც პრეზიდენტი გვერდს ვერ აუვლიდა, სხვა შემთხვევაში, არ ვიცი, როგორ იქნებოდა. იყო ძალიან მოკლე გამოსვლა, არასაგნობრივი და ზოგადი“,-განუცხადა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედს“. პარლამენტში ამ წუთებში შესვენებაა გამოცხადებული. დებატების ფორმატში პლენარული სხდომა მუშაობას 15:00 საათზე განაახლებს. პოლიტიკურ დებატებს მთავრობის წევრები არ დაესწრებიან. მათ საკანონდმებლო ორგანო უკვე დატოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)