|
2017-04-07 13:31:30, 2148 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: მცდარია შეხედულება, თითქოს პოლიტიკური რეაგირებისთვის აუცილებელია დანაშაულის სისტემურობა
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მცდარია შეხედულება, თითქოს პოლიტიკური რეაგირებისთვის აუცილებელია დანაშაულის სისტემურობა. პრეზიდენტის აზრით, პრევენცია, ერთეულ შემთხვევაზე პრინციპული რეაგირებით იწყება. „უახლოეს ხანში თქვენ ამ ტრიბუნიდან სახალხო დამცველი მოგმართავთ მოხსენებით, რომელშიც ბევრ პრობლემურ საკითხზეა გამახვილებული ყურადღება. სახალხო დამცველი კონსტიტუციური თანამდებობაა და მის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე ადექვატური რეაგირება, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სახალხო დამცველის ანგარიშის ანალიზი და გათვალისწინება ბევრ საფრთხეს აგვაცილებს. გვახსოვდეს, ერთეულ გადაცდომაზე მკაცრი რეაგირება თავიდან აგვარიდებს მახინჯი შემთხვევების, სახელმწიფოებრივად საშიშ ტენდენციებად ჩამოყალიბებას. გვახსოვდეს, ასეულობით ჩვენი მოქალაქე ელოდება რეაგირებას სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების, უკანონო პატიმრობის, სამართლიანი სასამართლოს შეზღუდვის, ხანდაზმულების, ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დარღვევის, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის, გარემოზე დამაზიანებელი ზემოქმედების თუნდაც ერთეულ შემთხვევებზე. მცდარია შეხედულება თითქოს პოლიტიკური რეაგირებისთვის აუცილებელია დანაშაულის სისტემურობა. პრევენცია, ერთეული შემთხვევაზე პრინციპული რეაგირებით იწყება“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)