06:33 - 14 Aug, 2026
|
2017-04-07 11:49:13, 2236 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
პრეზიდენტი: გისურვებთ, რომ სიხარულის და ახლის დაბადების ემოცია ყველა ჩვენგანში გაცოცხლდეს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას ხარების დღესასწაული მოწამეთას მონასტრიდან მიულოცა. ,,ხარებას გილოცავთ სრულიად საქართველოს! ამ დღეს, როდესაც კაცობრიობას ეხარა მომავალი მაცხოვრის დაბადება, მინდა, რომ სიხარულისა და ახლის დაბადების ემოცია ყველა ჩვენგანში გაცოცხლდეს. მე დღეს ამ დღესასწაულს გილოცავთ მოწამეთას მონასტრიდან. მოწამეთა არის ჩემი გვარის წარმოშობის სოფელი და მიხარია, რომ აქ მოვხვდი და ამ მშვენიერი ადგილიდან მაქვს შესაძლებლობა მოგილოცოთ ეს მშვენიერი დღესასწაული'', - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი მოწამეთაში პირველ ლედისთან და მრჩევლებთან ერთად იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)