05:29 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 10:56:16, 1389 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი და ალექსანდრე ჯეჯელავა პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდნენ

სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ 100  დევნილს საცხოვრებელი ფართის ქირისა და ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის  პროგრამას  დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.

უწყების ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და საქართველოს ვიცე-პრემიერი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პროფესიულ კოლეჯ „მერმისში“ პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს  შეხვდნენ  და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

დევნილთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობისა და  ერთობლივად ჩატარებული საინფორმაციო კამპანიის შედეგად,  2016 წელს,  გასულ წლებთან შედარებით,  პროფესიულ სასწავლებლებში 54%-ით მეტი დევნილი ჩაირიცხა.

დევნილი სტუდენტები ხის მხატვრული დამუშავების, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის, მკერავის, სტილისტის, ძრავის შემკეთებლის, ოფისის მენეჯერის, სავალი ნაწილების ტექნიკოსისა და მზარეულის სპეციალობებს ეუფლებიან. შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების  დაუფლება კურსადამთავრებულების დასაქმებას უწყობს ხელს.

2016 წელს პროგრამაში ჩართვა მხოლოდ სოციალურად დაუცველ დევნილებს შეეძლოთ.  თუმცა,  ცვლილებების შედეგად, 2017 წლიდან სააგენტო ტრანსპორტირების ხარჯებს ყველა იმ დევნილს დაუფანანსებს, ვინც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი გახდება.

2017 წელს, პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით,  მინიმუმ 200 დევნილი სტუდენტი დაფინანსდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics