03:58 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-06 09:38:22, 1503 ნახვა

საზოგადოება
ნატოს დღეების ფარგლებში, ვაზიანში სამხედრო ბაზაზე მედიის წარმომადგენლებისთვის პროექტი „ერთი დღე ჯარში“ ჩატარდა

ნატოს დღეების ფარგლებში, ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო ბაზაზე მედიის წარმომადგენლებისთვის პროექტი „ერთი დღე ჯარში“ ჩატარდა. პროექტში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები როგორც რეგიონებიდან, ისე თბილისიდან.

ორი დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფა-ცხოვრებას, თუ როგორ მომზადებას გადიან საერთაშორისო მისიებში გამგზავრების წინ, ესტუმრნენ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ სასწავლო ცენტრს (JTEC), დააგემოვნეს სამხედრო ულუფებიც.  მონაწილეებმა, ასევე, მიიღეს ინფორმაცია ნატოს, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, საერთაშორისო მისიებში სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის შესახებ.

პროექტი გენერალური შტაბის უფროსმა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გახსნა. მონაწილეებს სემინარის მეორე დღეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძეც მიესალმა. ნატოს შესახებ ლექციები კი ექსპერტებმა ბათუ ქუთელიამ, თორნიკე შარაშენიძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თეიმურაზ კეკელიძემ და სხვა მომხსენებლებმა მიაწოდეს.

ჟურნალისტებს მიეცათ შესაძლებლობა, დაეთვალიერებინათ ვაზიანის სამხედრო ბაზის ტექნიკა, ჩართულიყვნენ სიმულაციურ სროლებსა და მოენახულებინათ ვაზიანის სასროლეთი.

პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

ნატოს დღეები საქართველოში წელს მეათედ იმართება. ის 2-დან 11 აპრილამდე გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics