|
2017-04-05 11:43:16, 2594 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გახარია: ჩვენი, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდინგის მნიშვნელოვანი ნაწილი, მთის კურორტები უნდა იყოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთის კურორტები ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. როგორც გახარიამ აღნიშნა, სახელმწიფო მთის კურორტების განვითარებისთვის საკმაოდ დიდ რესურსს ხარჯავს. მისინისტრის შეფასებით, აღნიშნული კონფერენცია საქართველოს მიერ განხორციელებული აქტივობების დაფასებაა. ”რეალურად ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ვართ მთის ქვეყანა და ჩვენი, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდინგის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს მთის კურორტები. მთის კურორტები არის ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება და ეს კონფერენცია არის ხელსაყრელი, რომ მოვახდინოთ ქვეყნის წარმოჩენა”, - დასძინა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მე-3 კონფერენციას მასპილძლობს, რომელსაც ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი ხელმძღვანელობს. კონფერენციას 300-მდე დელეგტი ესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)