05:31 - 14 Aug, 2026
|
2017-04-05 11:41:40, 2286 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გიორგაძე - კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ, რომელი მინისტრები დაესწრებიან პრეზიდენტის გამოსვლას
„შიდა კონსულტაციების შემდეგ, ჩვენ გადაწყვეტთ, ვინ იქნებიან ის მინისტრები, ვინც პარლამენტში პრემიერ-მინისტრთან ერთად პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრებიან“, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, პრემიერი პარლამენტის სხდომას რამდენიმე მინისტრთან ერთად დაესწრება. „დებატების გამართვის პრობლემას ვერ ვხედავთ. რა საკითხები იქნება წარმოდგენილი თავად პროცესი გვიჩვენებს. რაც შეეხება მინისტრების დასწრებას, რამდენიმე მინისტრთან ერთად მივა პრემიერი. შიდა კონსულტაციის შემდეგ გადავწყვეტთ, ვინ იქნებიან ეს მინისტრები“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. ცნობისთვის, პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე მოხსენებით 7 აპრილს წარსდგება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)