|
2017-04-04 17:42:41, 2388 ნახვა
სამართალი კომენტარი
მურუსიძე: როგორ შეიძლება სასამართლოს კარგი იმიჯი ჩამოყალიბდეს, როცა ყველა ცდილობს, მოსამართლეს ტალახი ესროლოს
„როგორ შეიძლება ქვეყანაში ჩამოყალიბდეს სასამართლოს კარგი იმიჯი, როდესაც ყველა ცდილობს, რაღაც მიზნების გამო, ტალახი ესროლოს კონკრეტულ მოსამართლეს, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მართლმსაჯულების სტრატეგიის დოკუმენტის განხილვისას განაცხადა. მურუსიძის თქმით, მოსამართლეებს ისეთ რამეს აბრალებენ, რაც ბუნებაში არ არსებობს. „როდესაც საუბარია სასამართლოზე, პოლიტიკოსების სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც პოლიტიკოსები გამოდიან და შეურაცხყოფას აყენებენ მოსამართლეებს, ამას უსმენს ხალხი. როგორ შეიძლება ქვეყანაში ჩამოყალიბდეს სასამართლოს კარგი იმიჯი, როდესაც ყველა ცდილობს რაღაც მიზნების გამო, ტალახი ესროლოს კონკრეტულ მოსამართლეს, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ყველამ უნდა ვიზრუნოთ ამ თემაზე. მე არასოდეს არავისთვის პიროვნული შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. რეალურად ყოველთვის ვცდილობ, რომ კორექტულობა გამოვიჩინო“, - განაცხდა ლევან მურუსიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)