|
2015-04-07 13:52:15, 1082 ნახვა
ეკონომიკა
„სმარტი“ სოციალური საწარმოების სააღდგომო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს
სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ სოციალური საწარმოების სააღდგომო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს და შესაძლებლობას აძლევს ერთგულ მომხმარებელს წვლილი შეიტანოს სოციალური მეწარმეობისა განვითარებასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, სოციალურად დაუცველი ჯგუფების, დევნილების და იმ პირების თანადგომაში განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ. „“სმარტისათვის“ ქართული წარმოების წახალისება და საზოგადოებაზე ზრუნვა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. შესაბამისად, საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების გამოფენა-გაყიდვა არა მხოლოდ ჩვენი მცდელობაა საზოგადოების ცნობადობა ავამაღლოთ სოციალური მეწარმეობისა და მინი მნიშვნელობის შესახებ, არამედ შესაძლებლობაა ფართო საზოგადოებას ვაჩვენოთ მსგავსი საწარმოების და იქ დასაქმებული ადამიანების შესაძლებლობები და ბიზნესის წარმოების უნარები. „სმარტში“ ამ ეტაპზე სოციალური საწარმოების - „დავითიანნის“ და „ზესხოს“ ხის სათამაშოების და სვანური მარილის რეალიზაცია წარმატებით მიმდინარეობს. იმედს ვიტოვებთ, რომ სააღდგომო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილე სოციალური საწარმოებისათვის „სმარტის“ საგამოფენო სივრცე ახალი პარტნიორების მოძიების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება",-განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა რუსუდან კბილაშვილმა. “სმარტის“ ვაკის სუპერმარკეტში სოციალურმა საწარმოებმა: „დავითიანნმა“, „იკორთამ“ , „ბაბალემ“, „ფარშევანგმა“, „თანადგომამ“, „რეას ციყვებმა“, ორგანიზაციამ „ვიმეგობროთ“, "კავშირმა ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ, "ტრადიციულმა მოდის სახლმა“ მომხმარებელს სააღდგომო თემატიკის ხელნაკეთი პროდუქციის ფართო არჩევანი შესთავაზეს. „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, საბურთალოზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ბათუმში, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, გორში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)