|
2017-04-04 15:12:13, 1920 ნახვა
კომენტარი
მიშველაძე: პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრებს, რაც საზოგადოებას აწუხებს
„პრეზიდენტი თავის საპარლამენტო გამოსვლაში ყველა იმ მნიშნელოვან თემაზე ისაუბრებს, რაც საზოგადოებას აწუხებს“,-ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსიკერმა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მიშველაძემ აღნიშნა, ყურადღება გამახვილდება ქვეყნის წინაშე მდგარ საშინაო და საგარეო გამოწვევებზე, ეკონომიკურ და სოციალურ თემატიკაზე, სასამართლო და თავდაცვით სისტემებზე, უსაფრთხოებაზე, მედიის თავისუფლებაზე და ადამიანის უფლებებზე. „მოგეხსენებათ, უმრავლესობამ გაიზიარა პრეზიდენტის წინადადება სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვასთან დაკავშირებით, რასაც პრეზიდენტი დადებითად აფასებს. რაც შეეხება თავად სიტყვის შინაარსს , პრეზიდენტი, პირველ რიგში, ისაუბრებს ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, რაც აწუხებს საზოგადოებას, ყურადღება გამახვილდება ქვეყნის წინაშე მდგარ საშინაო და საგარეო გამოწვევებზე, ეკონომიკურ და სოციალურ თემატიკაზე, სასამართლო და თავდაცვით სისტემებზე, უსაფრთხოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე“, - განაცხადა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)