|
2017-04-04 15:11:12, 2412 ნახვა
სამართალი კომენტარი
გვენეტაძე: „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება და განჩინება მხარეებს დღეს ჩაბარდებათ
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება და განჩინება მხარეებს დღეს ჩაბარდებათ. როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო მაღალ სტანდარტს იცავს. "დასაბუთების გამოქვეყნებამდე კომენტარს არ ვაკეთებთ. დიდი პალატა კანონის სრული დაცვით დაკომპლექტდა", - ამბობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეები, მესამე სექტორის წარმომადგენლები და დეპუტატები სასამართლოს სტრატეგიაზე მსჯელობენ. შეგახსენებთ, რომ 2 მარტს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ხოლო 3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა. 7 მარტს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგმა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)