02:29 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-04 14:35:50, 1634 ნახვა

საზოგადოება
დიდუბეში თანადაფინანსებული პროექტები 99,9 %-ით შესრულდა

დიდუბის რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 99,9 %-ით შესრულდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, გამგეობის ბიუჯეტიდან  52 სხვადასხვა პროექტზე 297 550 ლარი დაიხარჯა.

8 ობიექტზე დაზიანებული წყალსაწრეტი მილი შეიცვალა, შიდა წყალ-კანალიზაციის მილები 3 მისამართზე განახლდა, საერთო სარგებლობის კიბეების კეთილმოწყობა 2 ობიექტზე დასრულდა, სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები 3 მისამართზე განხორციელდა, სენსორული სანათები, სადარბაზოს კარებისა და კორპუსების სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია 14 მისამართზე დასრულდა, 14 ობიექტზე შეიცვალა შენობების ქანობიანი და ბრტყელი სახურავები, ამორტიზებული ლიფტი 7 მისამართზე შეკეთდა, ასევე ავარიულ სახლს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა.

თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში წარდგენილი განცხადებები ყოველი თვის პირველიდან 10 რიცხვის ჩათვლით მიიღება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics