02:29 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-04 11:19:53, 1584 ნახვა

საზოგადოება
სეს-ი: გაფრთხილებთ - არასათანადო პირობებში განთავსებული სურსათი საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას!

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას კიდევ ერთხელ  მოუწოდებს, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები. 

„სააღდგომო დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად  იზრდება მაღალი რისკის შემცველი  სურსათის რეალიზაციის საფრთხე  არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში.

 სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ  მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები.  განსაკუთრებით საშიშია  ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, კვერცხის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა.

სურსათის ეროვნული სააგენტო გაფრთხილებთ - არასათანადო პირობებში განთავსებული სურსათი საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას!

სურსათის ეროვნული სააგენტო მიესალმება თბილისის მერიის გადაწყვეტილებას ე. წ. გარე მოვაჭრეებისათვის შესაბამისი ფართის შეთავაზებაზე, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სურსათის უვნებლობის   სტანდარტები და რეალიზაციის პირობები“, - ნათქვამია სე-ის განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics