|
2017-04-03 14:17:14, 1497 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადრები ჰყავს
თბილისის ზოოლოგიურ პარკს 14 ახალი ბინადარი შეემატა. უსურიის ვეფხვი რიგის ზოოპარკიდან (ლატვია) ჩამოვიდა, 7 ბენეტის ვალაბი (მცირე ზომის კენგურუ) ლონდონის ზოოპარკიდან, 6 ფაფრიანი ცხვარი კი ბენჰემის ზოოპარკიდან (დიდი ბრიტანეთი). ცხოველები დღეს გამთენიისას, სპეცრეისით ჩამოფრინდნენ და უკვე თბილისის ზოოპარკში არიან დაბინავებული. ცხოველები ევროპის ზოოპარკებმა თბილისის ზოოპარკს საჩუქრად გადასცეს. ვეფხვის ტრანსპორტირების ხარჯები თიბისი სტატუსმა დაფარა. მისივე ინიციატივით, ზოოპარკის ახალ ბინადარ მამრ უსურიის ვეფხვს სახელს ბავშვები შეურჩევენ. ახალი ცხოველებისთვის ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე გაფართოვდა ვოლიერები, ჩატარდა სარეკონსტრუქციო და კეთილმოწყობის სამუშაოები. „თბილისის ზოოპარკი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის" (EAZA) წევრობის კანდიდატია. ევროპის ზოოპარკებთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად მნიშვნელოვნად გამდიდრდა ჩვენი კოლექცია _ საჩუქრად უკვე მივიღეთ 80-ზე მეტი ცხოველი. ამჯერად კიდევ 14 ბინადარი შემოგვემატება. რამდენიმე ათეული წელია, რაც ზოოპარკს კენგურუები არ ჰყოლია, ამიტომ დამთვალიერებლისთვის მათი მონახულება განსაკუთრებით საინტერესო იქნება. ზოოპარკში ასევე ბინას დაიდებს უსურიის ვეფხვი _ პირველი ვეფხვი წყალდიდობის შემდეგ. სიურპრიზები ამით არ მთავრდება _ უახლოეს მომავალში ბრისტოლის ზოოპარკი აფრიკულ პინგვინებს გვიგზავნის, ასე რომ, გაზაფხულს სასიამოვნო სიახლეებით ვეგებებით. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენს ევროპელ კოლეგებსა და „თიბისი სტატუსს" მხარდაჭერისთვის", - აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
(NS)
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)