11:15 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-13 14:49:40, 3640 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: იმედი მაქვს, წელს მთავრობა პრეზიდენტის მოხსენებას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ შარშანდელი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებაზე დასწრება ვერ მოახერხა, წელს არ გამეორდება.

როგორც მარგველაშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, მოხსენებაზე მთავრობის არ დასწრებამ, საქართველოს საერთაშორისო და შიდა იმიჯს სიკეთე არ მოუტანა.

პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მთავრობა წელს გამონახავს დროს და მოხსენებას დაესწრება.

„იმედი მაქვს, შარშანდელი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ ვერ მოახერხა დასწრებოდა პრეზიდენტის მოხსენებას, წელს არ განმეორდება, იმიტომ, რომ ამან, არავითარი კარგი, არავითარი სიკეთე არ მოუტანა არც ჩვენ სახელმწიფოს და არც ჩვენ საერთაშორისო და შიდა იმიჯს. იმედი მაქვს, რომ მთავრობა მოახერხებს და გამონახავს დროს მოხსენებაზე დასწრების თავლსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი ქუთაისშია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტში მისი გამოსვლის ფორმატს, მარგველაშვილი განმარტებით, ფორმატი საკანონმდებლო ორგანოს გადასაწყვეტია, თუმცა თავად მზადაა, დეპუტატებთან ერთად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ნებისმიერ ფორმატში განიხილოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics