23:15 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-02 16:03:29, 1808 ნახვა

საზოგადოება
საჩხერის სამედიცინო ცენტრში გუგა კუზანოვმა პირველი ოპერაციები ჩაატარა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში, ცენტრთან დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში, ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა გუგა კუზანოვმა პირველ ეტაპზე ოთხი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა. 

 კერძოდ სამი სეპტორინოპლასტიკა, რაც გულისხმობს, ცხვირის შინაგან სტრუქტურათა აღდგენას, ძგიდის დეფორმაციების გასწორებას ცხვირით სუნთქვის ფუნქციის გასაუმჯობესებლად,
ერთი აურიკულოპლასტიკა - ოპერაცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გამოვასწოროთ ყურის ნიჟარის ფორმა, შევცვალოთ მისი ზომა, ასევე აღვადგინოთ ყურის ნიჟარა მისი არარსებობის შემთხვევაში. 
ოპერაციები ყურის ნიჟარაზე, არ მოქმედებენ სმენაზე.

ცენტრის გადაწყვეტილებით, პლასტიკური ქირურგიის განყოფილებაში ნებისმიერი სახის ოპერაციაზე მაისის ბოლომდე 20-პროცენტიანი ფასდაკლება მოქმედებს.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუგა კუზანოვთან უფასო კონსულტაციები კვლავ გრძელდება.

ცნობისათვის,  საჩხერის სამედიცინო ცენტრის მომსახურებას 2017 წლიდან დაემატა პლასტიკური ქირურგიის განყოფილება, სადაც გუგა კუზანოვი თბილისიდან პერიოდულად ჩავა და უფასო კონსულტაციების პარალელურად, ოპერაციებსაც ჩაატარებს.

(NS) 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics