00:20 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 22:12:00, 2177 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: ჩვენი ამბიციაა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი

„ჩვენი ამბიციაა, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის კი, ჩვენ გვჭირდება რომ ქვეყანა მაქსიმალურად მოემზადოს პრაქტიკული თვალსაზრისით - დანერგოს ევროკავშირის სტანდარტები და მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირს" - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძის თქმით ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური და ყოვლისმომცველი ხედვისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებით.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად მიმოიხილა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმა, რომლიც ექვს ძირითად მიმართულებას მოიცავს: ასოცირებით შეთანხმებით ნაკისრი ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმების წარმატებით განხორციელება; ევროკავშირის სპეციალიზირებულ სააგენთოებთან, რომელთა წევრობაც სავალდებულოა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, მაქსიმალური ინტეგრაცია; ევროკავშირის მოქმედ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტურობის გაზრდა; ევროკავშირის სტრუქტურებთან მოლაპარაკებების სტადიიდან თანამშრომლობის სტადიაზე გადასვლა; თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაღრმავებული დიალოგი და ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირის შიდა ბაზართან.

„ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა, ევროპისთვის გასასვლელი აზიაში, ხოლო  აზიისთვის, აზიური ქვეყნებისთვის, ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისათვის კარი ევროპაში. ჩვენ არ ვართ ხიდი, ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი" - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.  ​





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics