|
2017-03-31 20:54:32, 1651 ნახვა
საზოგადოება
ველოსიპედისტი სავალ ნაწილზე გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა - დაშავდა 1 ადამიანი
რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაშავდა. როგორც "ექსპრენიუსის" კორეპონდენტი ადგილიდან იუწყება, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან ველოსიპედისტების 100 კაციანი კოლონა რუსთაველისკენ მიემართებოდა, რა დროსაც ერთ-ერთი ველოსიპედისტი სავალ ნაწილზე გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, დაშავებულმა ველოსიპედისტმა ავტომობილის მინა შეამტვირა და შიგნით შევარდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, დაშავებულს სხვადასხვა სახის ტრამვები აღენიშნება. ის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. თვითმხილველების თქმით, ავტომობილი არასწორ ადგილას იყო დაპარკინგებული და მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ორმხრივი დანაშაულია. "ველოსიპედისტი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ხოლო ტაქსი არასწორ ადგილას იყო დაპარკინგებული", - აცხადებენ დაშავებულის მეგობრები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)