|
2017-03-31 15:20:36, 2079 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენის „ცენტრ პოინტის“ საქმეზე: დაკავება და დაპატიმრება გამოსავალი არ არის
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება "ცენტრ პოინტის" საქმესთან დაკავშირებით, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილის ინტერესების დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფს. როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, რჩეულიშვილისა და კერვალიშვილის დაპატიმრება გამოსავალი არ არის. “დაკავება, დაპატიმრება არ არის გამოსავალი და ალბათ უნდა ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ მოხდეს დაზარალებულთა უფლებების დაცვა, რომ მათ გარკვეული კომპენსაციები მიიღონ. ამ საქმესთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება, მათ შორის როცა გამოქვეყნდება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ჩვენ გავეცნობით იმ დეტალებს თუ რას დაეყრდნო სასამართლო. ზოგადად ეს საკითხი არის პრობლემური და რა თქმა უნდა ის, რომ ფაქტიურად მთელი ოჯახი არის გარკვეულწილად პასუხისგებაში მიცემული, ეს რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო. უნდა ვისაუბროთ, ამით რა შეღავათი აქვთ დაზარალებულებს, არაფერი ფაქტიურად“, - განაცხადა ნანუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)