|
2017-03-31 14:44:53, 1964 ნახვა
კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს შესახებ რეზოლუციას აშშ-ს სენატი მხარს დაუჭერს
„სიმბოლურია, რომ სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირება, ქვეყნის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს დაემთხვა“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, ეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს მთავრობის ძალიან აქტიური მუშაობის შედეგი. ,,ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, მოხდა რეზოლუციის ინიცირება სენატში. სენატმა, წარმომადგენლობითმა პალატამ, ასევე სექტემბერში მიიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც ასევე ორპარტიული იყო“, - განმარტავს ჯანელიძე. მინისტრი დარწმუნებულია, რომ სენატის მხრიდან მხარდაჭერას ეს ორპარტიული რეზოლუციაც მოიპოვებს. მისივე შეფასებით, ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იმისა, რომ აშშ მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)