22:18 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 10:06:59, 2292 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: 2017 წელი კარგი ტენდენციებით დაიწყო

2017 წელი კარგი ტენდენციებით დაიწყო - იანვრის რეალური ეკონომიკური ზრდა 5.2% იყო; თებერვლის - 4,4%; ორი თვის ჯამური მაჩვენებლით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4,8%-იანი რეალური ზრდა დაფიქსირდა, რაც ძალიან მისასალმებელია, - 2017 წლის პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია კარგი დინამიკით მთელ რიგ მიმართულებებში, რომელთა შორისაა - საწარმოთა ბრუნვა; ასევე, მნიშვნელოვნად გაზრდილია ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა და ფულადი გზავნილების მაჩვენებელი.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოს სამეზობლოში არსებულ პოზიტიურ დინამიკასაც უკავშირდება და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წელი კარგი მაჩვენებლებით გამორჩეული იქნება.

„ეს მაჩვენებლები ასევე ადასტურებს, რომ ოთხპუნქტიანი გეგმა, თავისი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების ნაწილით მუშაობს და რომ წლევანდელი დაგეგმილი ბიუჯეტი აბსოლუტურად რეალისტურია. ის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები და დღეს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მისაღებ დაფინანსებაზე, პრაქტიკულად მწვანე შუქი გვაქვს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს მიერ გამოცხადებული გეგმები აბსოლუტურად რეალისტურია და ფეხდაფეხ მივყვებით ცხოვრებაში მათ გატარებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics