|
2017-03-30 16:05:57, 2351 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბერტ კოენდერსი: საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭება ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებაა
საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერტ კოენდერსმა ქართველ კოლეგას მიხეილ ჯანელიძეს მისალოცი წერილი გაუგზავნა. ბერტ კოენდერსი წერილში ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც წლების განმავლობაში ახალი მასშტაბები შეიძინა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების, ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტისა და სავაჭრო მისიების ფარგლებში. „ნიდერლანდები მხარს უჭერს ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის კავშირების შემდგომ განმტკიცებას და, ამ თვალსაზრისით, საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭებას ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებად განიხილავს" - ნათქვამია წერილში. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი უკვე არსებული თანამშრომლობის შეფასებისა და მომავლის გეგმების დასახვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის წერილს საქართველოს საგარეო უწყება აქვეყნებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)