|
2017-03-30 11:59:23, 2390 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ტუღუში: ვაპირებთ, ე.წ. მოსმენების კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივროთ
საპარლამენტო უმცირესობა პარლმენტის მიერ მიღებული ე.წ. მოსმენების შესახებ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა. ,,ეს კანონი არის ერთი დიდი პრობლემა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ არანაირად ჩვენი პირადი სივრცე დაცული არ არის. ეს პრობლემა იდგა წლების განმავლობაში. სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ იმის მაგივრად, რომ საკანონმდებლო დონეზე მაინც შეექმნა დაცვის გარანტიები, პირიქით მიიღო კანონი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლებები გაუფართოვა, შექმნა ახალი სააგენტო, რომელიც უშუალოდ დაუქვემდებარა ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ამით პირველ რიგში არ შესრულდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ევროპულ საქართველოს აქვს კონსულტაციები როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისე პოლიტიკურ პარტიებთან. რაც შეეხება თავად იმას, თუ რა გამოიწვია ამ კანონის მიღებამ, ფაქტიურად მოცემულობა დარჩა იგივე. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც სუს-ს მოუნდება ჩვენი მოსმენა და პირად სივრცეში შემოსვლა ამას განახორციელებს კონტროლის და შეზღუდვის გარეშე’’,- განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)