21:52 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 10:42:41, 1895 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ვენეციის კომისიის დელეგაცია სტუმრობს

საქართველოს ვენეციის კომისიის დელეგაცია სტუმრობს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დელეგაციას ვენეციის კომისიის მდივანი, თომას მარკერტი ხელმძღვანელობს. 

ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფს დღეს დილით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი თამარ ჩუგოშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შეხვდებიან.

დღესვე, ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფი შეხვედრებს სახელმწიფო საკონსტიტიციო კომისიის სამუშაო ჯგუფებთან გამართავს. კერძოდ, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფთან; ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფთან; საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფთან; საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფთან.

ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: თომას მარკერტი, მაიკლ ფრედო, ნიკოს ალივიზატოსი, ჯოზეფ მარია კასტელა ენდრიუ და კაგა ტანიარი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics