|
2017-03-29 14:50:56, 2364 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი სექსუალური შევიწროების შესახებ რიგ საკანონმდებლო აქტებში ქმედითი ჩანაწერის გაჩენას ითხოვს
საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წინადადებით მიმართა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, რომელიც „სტამბოლის კონვენციით“ აღებული ვალდებულებების შესრულებას ეხება და ითხოვს კანონმდებლობით სექსუალური შევიწროების დარეგულირებას. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, წინადადებაში აღნიშნულია, რომ სექსუალური შევიწროება სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ერთ-ერთი გავრცელებული და დაფარული ფორმაა, რომელიც ხელს უშლის ქალებს თანაბრად მიიღონ მონაწილეობა საჯარო სივრცეში, განავითარონ პროფესიული შესაძლებლობები და მიეცეთ დისკრიმინაციისაგან თავისუფალ გარემოში შრომის შესაძლებლობა. „წინადადების მომზადების საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სექსუალური შევიწროება, როგორც სამუშაოს შესრულებისას, ისე საჯარო სივრცეში, საკანონმდებლო რეგულირების მიღმაა დარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციის ხელმოწერით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ დააწესოს სისხლისსამართლებრივი ან სხვა სანქცია სექსუალური შევიწროების შემთხვევაში და აღნიშნული ქმედება დასჯადი გახადოს როგორც სამუშაო ადგილას, ისე საჯარო სივრცეში. შესაბამისად, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს სექსუალური შევიწროების შესახებ ქმედითი ჩანაწერის გაჩენას ისეთ საკანონმდებლო აქტებში, როგორებიცაა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)