20:19 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 18:43:43, 1950 ნახვა

კომენტარი
მღებრიშვილი: ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების 60% შს სამინისტროზე მოდიოდა

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ხვალიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარი ოფიციალურად გაიხსნება.

როგორც მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს არის დიდი ნდობა და აღიარება ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რომელიც ამავდროულად, ქვეყანას დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. 

მინისტრმა მოსახლეობას და განსაკუთრებით შს სამინისტროს თანამშრომლებს ვიზალიბერალიზაცია მიულოცა. 

„იცით, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს ოფიციალურად 2013 წლის თებერვალში გადმოეცა და თითქმის 3 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობას ძალისხმევა არ დაუშურებია მისი წარმატებით შესრულებისთვის. ეს იყო კომპლექსური პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლების ყველა რგოლი. ერთ-ერთ წამყვან როლს ამ პროცესში შსს ასრულებდა. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების 60% სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროზე მოდიოდა, მათ შორის, საზღვრის ინტეგრირებული მართვა, არალეგალური მიგრაციის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოდანაშაულის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართლადაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. ხვალიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარი ოფიციალურად გაიხსნება. ეს არის დიდი ნდობა და აღიარება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რომელიც ამავდროულად, ასევე დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს“, - განაცხადა მღებრიშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics