20:42 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-27 18:30:58, 1899 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს შემოდგომაზე ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი ეწვევა

საქართველოს, შემოდგომაზე, ოფიციალური ვიზიტით, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი ეწვევა, - ამის შესახებ უკრაინის მთავრობის მეთაურმა ქართველ კოლეგასთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. 

მხარეებმა სუამ-ის წევრი სახელმწიფოების  მთავრობების მეთაურთა სხდომის შედეგებისა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. 

საუბრისას აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში საქართველო-უკრაინის პოლიტიკური ურთიერთობები პოზიტიური დინამიკით გამოირჩევა. პრემიერ-მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სექტორული თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მიმართულებით. 

გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინელი კოლეგა "აბრეშუმის გზის" ფორუმზე მიიწვია, რომელიც თბილისში ნოემბერში იგეგმება.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას. პრემიერ-მინისტრების შეფასებით, ამ პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელიც აპრილში კიევში გაიმართება. 

საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics