|
2017-03-27 14:40:30, 2174 ნახვა
სამართალი საზოგადოება
აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულ თორნიკე ტუღუშს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს, ნანობს მომხდარს და თავად მისი სურვილია, დარჩეს პატიმრობაში. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. "გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 22 მარტს, დაახლოებით 08:25 საათზე, თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, თორნიკე ტუღუში გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ მყოფი „BMW"-ს მარკის ავტომობილით, რა დროსაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სხვა ავტომობილს შეეჯახა, რომელმაც დაკარგა მართვა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ქვეითთათვის განკუთვნილ ტროტუარზე მყოფ ნანა ოჩიგავასა და მის 8 წლის შვილს შეეჯახა. ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანი გოგონა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნანა ოჩიგავა მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დაიკითხნენ მოწმეები, მოპოვებული იქნა შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ნარკოლოგიური ექსპერტიზები, ჩატარდა სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც ადგენს ავტომანქანის ტექნიკურ გამართულობას, ავარიის მექანიზმს და მონაწილე მძღოლის ბრალეულობას, ხოლო საექსპერტო კვლევების ჩატარებას სჭირდება გარკვეული დრო. 2017 წლის 23 მარტის ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო თორნიკე ტუღუშის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად. 2017 წლის 24 მარტს, თორნიკე ტუღუშის დაკავების შუამდგომლობით პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. 2017 წლის 25 მარტს თორნიკე ტუღუში სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით და 26 მარტს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა). საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)