|
2017-03-27 12:52:51, 2071 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ხულორდავა უვიზო მიმოსვლაზე: ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რაც თითოეულს ეკისრება
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის სპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა მოქალაქეებს მოუწოდებს, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა გააცნობიერონ. როგორც ხულორდავამ აღნიშნა, ეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა. კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს მოსახლეობას უვიზო რიჟიმის ამოქმედება მიულოცა. „ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რაც თითოეულ ჩვენგანს ეკისრება. თქვენ ნახეთ, რა დიდი დრო დაჭირდა ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევას. ეს შესაძლებლობა დღეს უკვე რეალობაა და ის, თუ როგორ ვისარგებლებთ ამით, ეს უკვე ჩვენი ღირსების საკითხია. ყველა ჩვენ თანამოქალაქეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ვიყოთ ზედმიწევნით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით და დავიცვათ ის რეგულაციები, რასაც აწესებს ევროკავშირი“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. შეგახსენებთ, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)