|
2017-03-24 18:20:24, 2519 ნახვა
ეკონომიკა
გალარების ერთჯერადი პროგრამით 80 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი გალარდა
გალარების ერთჯერადი პროგრამით დაახლოებით 80 მლნ აშშ დოლარამდე (78 659 017 აშშ დოლარი) 5 617 საბანკო სესხი გალარდა. პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ეროვნული ბანკის მხარდაჭერით განახორციელა, 17 იანვარს დაიწყო. ორი თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც პროგრამა შეეხოთ, შესაძლებლობა ჰქონდათ ნებისმიერი კომერციული ბანკისთვის მიემართათ და შეღავათიანი პირობებით გაელარებინათ უცხოური ვალუტით დენომინირებული საბანკო სესხი. პროგრამის ფარგლებში მსესხებელი გათავისუფლებული იყო დამატებული ხარჯებისგან, მათ შორის წინასწარ დაფარვის საკომისიოსა და ქონების რეგისტრაციის მოსაკრებლისგან. პროგრამის შედეგად დაკონვერტირდა გალარებას დაქვემდებარებული სესხების მთლიანი რაოდენობის 25 პროცენტი. გალარების პროგრამის მთავარი მიზანი მომხმარებლისათვის აშშ დოლარით დენომინირებული სესხის მომსახურების ტვირთის შემსუბუქება იყო, რომელიც ზრდაც აშშ დოლარის გამყარებამ განაპირობა. ლარით დენომინირებული სესხი უზრუნველყოფს სესხის მომსახურების ხარჯების სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას. პირდაპირი სარგებლის გარდა, გალარების პროგრამა მნიშვნელოვანი იყო ფინანსური განათლების კუთხითაც, ვინაიდან მომხმარებლებს მიეცათ საშუალება, მეტი ინფორმაცია მიეღოთ ლარითა და უცხოური ვალუტით დენომინირებულ სასესხო პროდუქტებს შორის განსხვავებაზე, აგრეთვე კონვერტაციის ხარჯებსა და სავალუტო რისკებზე. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, უმჯობესია სესხი ლარით ავიღოთ, ვიდრე უცხოური ვალუტით. სესხები გალარება კვალავაც შესაძლებელია, მაგრამ უკვე სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე. გალარების შემთხვევაში გაუქმებული იქნება სესხის წინასწარ გადახდის 2-პროცენტიანი საკომისიო. ეროვნული ბანკი ვებგვერდზე უმოკლეს ხანში განაახლებს სპეციალურ კალკულატორს, რომელიც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მომხმარებელს გააანალიზოს სესხის გალარების დადებითი მხარეები.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)