19:18 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 19:36:38, 2051 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა.

სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემო განიხილეს. მისივე თქმით, განსანხილველ საკითხთა სიაში ასევე, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და ბრიუსელის სამიტზე საქართველოს წარმოჩენა.

"განვიხილეთ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და თავდაცვისუნარიანობის გეგმები. ასევე, განვიხილეთ ბრიუსელის სამიტზე საქართველოს საკითხი, წარმოჩენის თვალსაზრისით კოორინირებულად გადასადგმელი ნაბიჯები. იცით, რომ ბრიუსელის სამიტი, არის სამიტი, რომელზეც მარტო ნატო-ს ქვეყნები არიან მოწვეული, შესაბამისად, საქართველოს წინაშე დგება მნიშვნელოვანი ამოცანა, რომ კოორდინირებულად, თავდაცვის და საგარეოს უწყებებმა, უშიშროების საბჭომ, პრემიერმა და პრეზიდენტმა ერთად იმოქმედონ იმისთვის, რომ პარტნიორების მეშვეობით, საქართველოს საკითხს შესაბამისი ყურადღება მიექცეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2 საათზე მეტხანს გრძელდებოდა. სხომას საბჭოს 11 მუდმივი წევრიდან მხოლოდ 6 ესწრებოდა. ჯერძოდ: თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და ა.შ. 

სხდომას არ ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ხოლო, საგარეო საქმეთა მინისტრის მაგივრად სხდომას მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ესწრებოდა.

პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics