|
2017-03-23 17:36:10, 2351 ნახვა
სამართალი
კახა კახიშვილი: მსჯავრდებულები ოჯახთან კავშირს შეინარჩუნებენ
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება მიენიჭება. აღნიშნული გათვალისწინებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, რომელიც პირველი მოსმენით პარლამენტის სესიაზე დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა წარადგინა. კახა კახიშვილის განცხადებით, აღნიშნული სიახლის მიზანია მსჯავრდებულის ოჯახთან ურთიერთობის შენარჩუნება. „განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დღეს ხანგრძლივი პაემნის სერვისი არ არის. ვფიქრობთ, ეს არასწორია. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში იმყოფებიან პატიმრები, რომლებსაც მაღალი რისკი დაუდგინდათ, საჭიროა მათ ჰქონდეთ ოჯახთან კომუნიკაციის და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის საშუალება. ამიტომ, გთავაზობთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომ განსაკუთრებული რისკის პატიმრებს მიენიჭოთ წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემნის უფლება“, - განაცხადა მინისტრმა. კახა კახიშვილის თქმით, მსგავსი კატეგორიის პატიმრებისთვის გათვალისწინებული იქნება წელიწადში ერთი ხანგრძლივი პაემანი და დამატებით კიდევ ერთი წახალისების მიზნით. პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი კიდევ არაერთ სიახლეს ითვალისწინებს მსჯავრდებულთა პირობების გაუმჯობესების, მათი უფლებების რეალიზაციისა და სარეჟიმო პირობების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. მათ შორის, აღსანიშნავია ისიც, რომ საკანონმდებლო სიახლეებით, პენიტენციური დაწესებულება ვალდებული ხდება ბრალდებული/მსჯავრდებული სეზონის შესაფერისი არა მხოლოდ ტანსაცმლით, არამედ ფეხსაცმლით და პირველადი მოხმარებისთვის საჭირო ინვენტარითაც უზრუნველყოს. (NS)
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)