|
2017-03-23 14:08:49, 2324 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციების სააგენტო ახალ პროექტს იწყებს - Startup Beats
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო იწყებს ახალ პროექტს - "Startup Beats-ს", რომლის მიზანია საქართველოში არსებულ სტარტაპებს შორის კომუნიკაციის დამყარება და გამოცდილების გაზიარება. ინოვაციიიებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, პირველი შეხვედრა, დღეს 19 საათზე ტექნოპარკში გაიმართება. მათივე ინფორმაციით, პროექტს გახსნიან პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებული კომპანიების დამფუძნებლები: ბაჩო ხაჩიძე, კომპანია "Treepex"-ის დამფუძნებელი და შოთა გიორგობიანი, კო მპანია "OptioAI"-ის დამფუძნებელი. აღნიშნულმა სტარტაპებმა, ასევე გამარჯვება მოიპოვეს საერთაშორისო კონკურსებზე: Mobile World Congress (ესპანეთი) და The Fincluders Startup Challenge (გერმანია). შეხვედრაზე სპიკერები ისაუბრებენ, როგორც კონკურსებში მიღებულ გამოცდილებაზე, ისე სტარტაპის შექმნისა და განვითარების საკითხებზე. ბაჩო ხაჩიძე - Treepex - ხის დარგვის ინოვაციური გადაწყვეტილება. ახალი ტექნოლოგიების საშუალებით ვაკავშირებთ კომპანიებს და ინდივიდუალურ მომხმარებლებს, იმ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომლებიც დაზიანებული ტყის მასივის მიმდებარედ ცხოვრობენ - მთელი მსოფლიოს მაშტაბით. სპიკერი - შოთა გიორგობიანი - OptioAI. განსხვავებული ციფრული მობილური საფულე პირადი ფინანსების დაგეგმვისა და მართვისათვის, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და ე.წ. "ჩათბოტების" საფუძველზე ასრულებს პირადი ასისტენტის როლს და ბუნებრივი ინტერაქციის წყალობით ამარტივებს ფინანსების მართვის პროცესს. (NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)