|
2017-03-23 12:21:43, 2008 ნახვა
კომენტარი
მერი სამინისტროების გადატანაზე: საინტერესო პროექტების განვითარების შესაძლებლობაა
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ორთაჭალაში სამინისტროების გადატანის პროექტში მერიის როლი არის განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვა და დამტკიცება, ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემა. „ძალიან საინტერესო პროექტია, რომელიც ადმინისტრაციული დაწესებულებების ტერიტორიულ ოპტიმიზაციას გულისხმობს და გამოთავისუფლებული ტერიტორიების უფრო ქალაქისთვის სასიკეთო და საინტერესო პროექტების განვითარების შესაძლებლობას იძლევა. თბილისის მერიის როლი ამ პროექტში არის განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვა და დამტკიცება, ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემა, რათა მშენებლობისთვის დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით მოხდეს ამ ტერიტორიის განვითარება“,-განაცხადა დავით ნარმანიამ. რაც შეეხება იმას, თუ რომელი სამინისტროები გადავა ორთაჭალაში, მერი ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას მთავრობა გააკეთებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)